Monday, 6 May 2019

მე-14 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწალეებმა მოიძიეს ინფორმაციია  ცნობილი კომპოზიტორის შესახებ, თუ როგორ გაამჟღავნა  იოჰამ ვოლფგანგ მოცარტმა თავისი ვინაობა და ამ თემასთან დაავშირებით იმსჯელეს, წაიკითხეს მოთხრობა ,,სასაწაული”.
დაასკვნეს, რომ მუსიკა ადამიანებს ეხმარება არა მარტო გრძნობების გამოხატვაში, არამედ შრომასა და ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოში ცნობილია, მაგალითად: ოროველა, გუთნური, ურმული, გიდელი.






Monday, 22 April 2019

მე -13 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე  მოსწავლეებმა აღნიშნეს ,, დღეს სიცილისა და მხიარულების დღეა!”  საკლასო ოთახი და დერეფანი მორთეს ფერადი ბუშტებით და სათამაშოებით, გამოეწყვნენ ფერად, ზოგი დიდი ზომის ტანსაცმელში, კონტრასტული ვარცხნილობებით; იცინეს, იმხიარულეს და იხალისეს და ასე გაიფერადეს დღე.





Wednesday, 17 April 2019

მე-12 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაითამაშეს როლებში ლექსის  ,,ბრიყვი მთავარე”-ს  პერსონაჟები, აღნიშნეს ბრიყვის საკუთარი თავით ,,აღტაცებულობის” შესახებ.




Monday, 15 April 2019

მე-11 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფრაზები/გამოთქმების შესახებ; რომელიც ჩვენს დედაენას კიდევ უფრო ლაზათიანსა და საინტერესოს ხდის; მოსწავლეებმა მოიძიებული ფრაზები ერთმანეთს გაუზიარეს და ჩემი დახმარებით განმარტეს: მაგ.; ,,ჩალაურის წყალი დალია", ,,მოუსვი ბაყაყურს", ყურებზე ხახვი არ დამაჭრა",  ,,ქონება გაანიავა" და სხვა.


Monday, 8 April 2019

მე-10 შეხვედრა

დღევასნდელი შეხვედრის თემა იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის გურიის მოკლე განხილვა,  გურია, როგორც სხვადასხვა ტიპის კურორტებით მდიდარი მხარე, არის ზღვისა და მთის სამურნალო გამაჯანსაღებელი კურორტები;












Monday, 1 April 2019

მე-9 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს კუთხეებს; დაათვალიერეს ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარეების რუკა.
 განვიხილეთ ერთ-ერთი კუთხის კახეთის შესახებ, დაათვალიერეს ილუსტრაციები  და ვისაუბრეთ კახეთის ღირსშესანიესაშნავი ადგილების შესახებ; მოსწავლეები ძალიან დაინტრესდნენ და გაუჩნდათ სურვილი მომავალში ექსკურსია კახეთში მოგვეწყო.










Tuesday, 26 March 2019

მე-8 შეხვედრა

წრის მეცადინეობის თემა: ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები;
წიგნიდან ყმაწვილთათვის- "კიდევაც დაიზრდებიან" - მოსწავლეები გაეცნენ ანდაზებს, გამოცანებს; გამოთქვეს ენის გასატეხებს;






მესამე შეხვედრა

ჩვენ შეგვიყვარდა მშობლიური ენა