Monday, 25 February 2019

მე-5 შეხვედრა


მოსწავლეებმა წაიკითხეს თავინთი საყვარელი ლექსები, მოთხრობები , ზღაპრები, იგავ-არაკები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს ერთმანეთს  აზრები და გააკეთეს დასკვნა, რომელიც დაწერეს პლაკატზე: "ჩვენ გვიყვარს კითხვა!"








Tuesday, 19 February 2019

მე-4 შეხვედრა


საწრეო შეხვედრის თემა: საყვარელი ლექსები
მოსწავლემა მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საყვარელი პოეტების: ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის , ილია ჭავჭავაძის და სხვა ლექსები -პატრიოტულ თემაზე;





Tuesday, 12 February 2019

მე-3 შეხვედრა

      მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს  ლექსები სამშობლოზე, დედაზე და სხვა. ავუხსენი რას ნიშნავს ლექსის სტროფი და სტრიქონი, ვესაუბრე პოემის შესახებ და ზოგადად გაიგეს, რომ პოზია არის მხატვრული ლიტერატურის  ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც რიტმულობით გამოირჩევა.









Monday, 4 February 2019

მე-2 შეხვედრა



ქართული ხალხური ზღაპრების განხილვა:

ზღაპრის "წიქარა" წაკითხვა, ილუსტრაციების მიხედვით შინაარსის გადმოცემა













Monday, 28 January 2019

პირველი მეცადინეობა



        ვიმოგზაურეთ ზღაპრის სამყაროში, მოსწავლებმა წაიკითხეს საყვარელი ზღაპრები; განსაკუთრებული ემოციებით დაიტვირთნენ ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობის" კითხვის დროს; ერთამანეთს გაუზიარეს გრძნობები.





                            
                              ქართული ლიტერატურის წრის პროგრამა

   

      2018-19 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში ჩატარდება  სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის მე-4  კლასის  წრის მეცადინეობები ქართულ ლიტერატურაში.
      მოსწავლეები და მშობლები გაეცნენ ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებას და სურვილი აქვთ ჩაეწერონ წრის მეცადინეობაზე, რომელიც ჩატარდება კვირაში ერთხელ ყოველ ორშაბათს.
      წრის მიზანია მე-4 კლასელ მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნებით აზერბაიჯანლები არიან, გაუმარტივოს შესაძლო სირთულეები ზეპირ მეტყველებაში, რის მეშვეობითაც მოსწავლეები  შეძლებენ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, მცირე ზომის ტექსტების გაგება-გააზრებას და ნახატების სახით წარმოდგენას;
 სიტყვების, წინადადებების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.


საწრეო მუშაობის შეხვედრების განრიგი


1)  ზღაპრის სამყაროში ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”-------------------------28.01

2)  ქართული-ხალხური ზღაპრების განხილვა ,,წიქარა”------------------  4.02

3) ლექსები სამშობლოზე ( ქართული პოეზია)-------------------------------11.02

4)  საყვარელი ლექსები  ,,პოეზია”-------------------------------------------------19.02

5)  ჩვენ გვიყვარს კითხვა -------------------------------------------------------------25.02

6) ჩემი საყვარელი მოთხრობები ,,პროზა”---------------------------------------4.03

7) ანდაზები, გამოცანები--------------------------------------------------------------18.03

8) აფორიზმები; ენის გასატეხები---------------------------------------------------26.03

9) გავეცნოთ საქართველოს კუთხეებს----------------------------------------------1.04

10) გურია (განხილვა)--------------------------------------------------------------------8.04

11) ფრაზები, გამოთქმები-------------------------------------------------------------15.04

12) როლური თამაში -------------------------------------------------------------------17.04

13) სიცილისა და მხიარულების დღე----------------------------------------------22.04

14) მოთხსობის ,,სასაწაული” - წაკითხვა -------------------------------------------6.05

15) გაზაფხულის ,,სურათი”-----------------------------------------------------------13.05

16)  იგავ-არაკები--------------------------------------------------------------------------20.05

17) იუმორის შესახებ, სიცილის მნიშვნელობა-----------------------------------27.05








Tuesday, 22 January 2019

კლასგარეშე ლიტერატურის წრეზე დარეგისტრირება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას კლასგარეშე ქართული ლტერატურის წრე- დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ლიტერატურის წრის პირველი შეხვედრა გაიმართება ორშაბათს 28 იანვარს 1 საათზე, სკოლის ბიბლიოთეკაში.
სარეგისტარციო ბმული

მესამე შეხვედრა

ჩვენ შეგვიყვარდა მშობლიური ენა