Tuesday, 26 March 2019

მე-8 შეხვედრა

წრის მეცადინეობის თემა: ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები;
წიგნიდან ყმაწვილთათვის- "კიდევაც დაიზრდებიან" - მოსწავლეები გაეცნენ ანდაზებს, გამოცანებს; გამოთქვეს ენის გასატეხებს;






Monday, 18 March 2019

მე-7 შეხვედრა

დღევანდელ საწრეო შეხვერედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოძიებული, შესწავლილი ანდაზები, აფორიზმები და შეეჯიბრნენ გამოცანების ამოცნობაში;






Monday, 4 March 2019

მე-6 შეხვედრა

დღევანდელი  შეხვედრის თემა იყო ჩემი საყვარელი მოთხრობები, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე საინტერესო, რაც ძალიან მოეწონათ წაკითხულიდან, დაუსვეს შეკითხვები და შეაფასეს.
აგრეთვე ავღნიშნეთ, რომ მოთხრობები ,,პროზაული" ნაწარმოებებია.








Monday, 25 February 2019

მე-5 შეხვედრა


მოსწავლეებმა წაიკითხეს თავინთი საყვარელი ლექსები, მოთხრობები , ზღაპრები, იგავ-არაკები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს ერთმანეთს  აზრები და გააკეთეს დასკვნა, რომელიც დაწერეს პლაკატზე: "ჩვენ გვიყვარს კითხვა!"








Tuesday, 19 February 2019

მე-4 შეხვედრა


საწრეო შეხვედრის თემა: საყვარელი ლექსები
მოსწავლემა მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საყვარელი პოეტების: ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის , ილია ჭავჭავაძის და სხვა ლექსები -პატრიოტულ თემაზე;





Tuesday, 12 February 2019

მე-3 შეხვედრა

      მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს  ლექსები სამშობლოზე, დედაზე და სხვა. ავუხსენი რას ნიშნავს ლექსის სტროფი და სტრიქონი, ვესაუბრე პოემის შესახებ და ზოგადად გაიგეს, რომ პოზია არის მხატვრული ლიტერატურის  ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც რიტმულობით გამოირჩევა.









Monday, 4 February 2019

მე-2 შეხვედრა



ქართული ხალხური ზღაპრების განხილვა:

ზღაპრის "წიქარა" წაკითხვა, ილუსტრაციების მიხედვით შინაარსის გადმოცემა













მესამე შეხვედრა

ჩვენ შეგვიყვარდა მშობლიური ენა