Monday, 10 February 2020

Thursday, 6 February 2020

შეხვედრა მეორე

საუბარი თემაზე " ჩვენ გვიყვარს დედაენა"



Monday, 27 January 2020

Tuesday, 11 June 2019

წრის სამუშაო გეგმა

წრის სამუშაო პროგრამა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენის შემსწავლელი წრის - ,,მშობლიური ქართული”

სამიზნე სკოლა 
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლა

პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი და საოკნტაქტო ინფორმაცია
სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყ|კლასების  პედაგოგი მარინა ჩანთარია
პ.ნ. 62001028844

პროგრამის სახელწოდება
ქართული ენის შემსწავლელი წრე ,,მშობლიური ქართული”

წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა
საწრეო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც მეოთხე კლასში მოსწავლეები ეროვნებით აზერბაიჯანლები არიან და  შესაბამისად უჭირთ ქართული ზეპირმეტყველება, აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი; რის გამოც საჭიროდ  მიმაჩნია, გაკვეთილებზე შესწავლილი მასალის გარდა, დამატებითი აქტივობებით მოსწავლეთა დაინტერესება და რაც შეიძლება მეტ ღონისძიებებში მათი ჩართვა, წიგნის სიყვარულის გაღვივება და  ურთიერთშორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება

მიმართულება
ზეპირმეტყველება,  წერა-კითხვა,  ნახატებით გაფორმება

სამიზნე ჯგუფი
მეოთხე კლასის მოსწავლეები

წრის ხანგრძლივობა, განხორციელების ვადები
22|01|2019 – 27|05|2019

პროექტში ჩართული მოსწავლეების პროფილი (ასაკი, რაოდენობა)
9-10 წლის  13 მოსწავლე

წრის მუშაობის მიზანი
მოსწავლეებს გაუმარტივდეს  შესაძლო სირთულეები  ქართული ენის შესწავლის პროცესში და შესაბამისად  შეძლონ წაკითხულის გაგება-გააზრება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ჯანსაღი ურთიერთობებისა და  მეგობრული გარემოს დამყარება.

წრის მუშაობის შეხვედრების განრიგი


საკითხების ჩამონათვალი
დრო

1.ზღაპრის სამყაროში
 ,,შვლის ნურის ნაამბობი”

28.01
2.ქართული ხალხური ზღაპრების განხილვა
,,წიქარა”
4.02
3.ლექსები სამშობლოზე(ქართული პოეზია)
11.02
4.ჩემი საყვარელი ლექსები

19.02
5.ჩვენ გვიყვარს კითხვა

25.02
6.ჩემი საყვარელი მოთხრობები

4.03
7.ანდაზები, გამოცანები

18.03
8.აფორიზმები, ენის გასატეხები

26.03
9.საქართველოს კუთხეები

1.04
10.გურია (განხილვა)

8.04
11.ფრაზები გამოთქმები

15.04
12.ტექსტის კითხვა როლებში

17.04
13.სიცილისა და მხიარულების გამოხატულება
22.04
14.მოთხრობა ,,სასწაული”

6.05
15.გაზაფხულის სურათის აღწერა

13.05
16.იგავ-არაკები

20.05
17.იუმორის შესახებ, სიცილის მნიშვნელობა
27.05


წრის მუშაობისთვის გამოყენებული რესურსი

რესურსის ჩამონათვალი

მიზანი
1.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,ზღაპრები”
,,ციცინათელა”
ბიბლიოთეკის ოთახი
წაითხულის გაგება-გააზრება
2.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,ზღაპრები”
,,ციცინათელა”

ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება
3.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,მოთხრობები ”
,,ციცინათელა”

გამოუმუშავდეთ ინფორმაციის წვდომისა და გააზრების უნარი
4.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,ლექსები ”
,,ციცინათელა”

გამომეტყველებითი კითხვის განვითარების უნარი
5.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე”
,,ციცინათელა”

კითხვის ტექნიკის განვითარება
6.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,მოთხრობები”
,,ციცინათელა”

კრიტიული აზროვნებისა და წაკითხულის შეფასების უნარის განვითარება
7,,ანდაზები, არაკები (ირმა მალაციძე)

საუთარი მოსაზრების გამართულად ჩამოყალიბების უნარის განვითარება
8.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,აფორიზმები, ენის გასატეხები ”
,,ციცინათელა”

მოსმენისა და მეტყველების უნარის განვითარება
9. ჩვენი საქართველო (რ. თოფჩიაშვილი)
,,კლიო”
მშობლიური კუთხეების გაცნობა
10.ჩვენი საქართველო (რ.თოფჩიაშვილი)
,,კლიო”
მშობლიური კუთხეების გაცნობა
11.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,ფრაზები, გამოთქმები”
,,ციცინათელა”
საუთარი მოსაზრების გამართულად ჩამოყალიბების უნარის განვითარება
12.,,მე მიყვარს კითხვა” იროდიონ  ევდოშვილი
სოციალური, თანამშრომლობითი და ინტერპერსონალური უნარის განვითარება
13.ფოტო მასალა,  ფერადი  ტანსაცმელი, ბუშტები
საკუთარი განწყობა-დამოკიდებულების  გამოხატვა
14. ,,მე მიყვარს კითხვა” იროდიონ ევდოშვილი
გამოუმუშავდეთ ინფორმაციის წვდომისა და გააზრების უნარი
15.სკოლის ეზო, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები
ყურადღების კონცენტრაციის უნარი
16.საკითხავი ყმაწვილთათვის ,,იგავ-არაკები”
,,ციცინათელა”
მოსწავლეთა შესრულებული ნახატები
გაგება- გააზრების უნარი
17.საკლასო ოთახი, სახატავი საღებავები,
ტანსაცმელი, ფოტოაპარატი
წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება



შედეგი

მოსწავლეები შეძლებენ  დამატებითი აქტივობების საშუალებით კითხვისა და ზეპირმეტყველების შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ანალიტიკურ აზროვნებას; აგრეთვე წიგნის სიყვარულს.


Monday, 27 May 2019

მე-17 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რაში გვეხმარება იუმორი; 
მოსწავლეებმა გაიხსენეს:
 
 . ნაწარმოებები, რომელზეც ყველაზე მეტად იცინეს;
 . ყველაზე სასაცილო და სახალისო პერსონაჟი;
 . თუ რას აკეთებენ თანაკლასელების გასამხნევებლად (მოიხატეს სახეები და გაიკეთეს სასაცილო ვარცხნილობები);





Monday, 20 May 2019

მე -16 შეხვედრა

დღევანდელ შევედრაზე მოსწავლეემა წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის
 იგავ-არაკები, მათგან გამოარჩიეს ,,მეფე და მხატვარი",  ხაზი გაუსვეს მხატვრის მოხერხებულობას და გონიერებას და წარმოადგინეს ნახატების სახით:







Monday, 13 May 2019

მე-15 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაზაფხულის თემაზე შესწავლილი ლექსებისა და მოთხრობების მიხედვით დააკვირდნენ ბუნებას და  დაწერეს ჩანახატი:  გაზაფხულის სურათი, გააკეთეს პრეზენტაცია და ნახატებით გააფორმეს.














Monday, 6 May 2019

მე-14 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწალეებმა მოიძიეს ინფორმაციია  ცნობილი კომპოზიტორის შესახებ, თუ როგორ გაამჟღავნა  იოჰამ ვოლფგანგ მოცარტმა თავისი ვინაობა და ამ თემასთან დაავშირებით იმსჯელეს, წაიკითხეს მოთხრობა ,,სასაწაული”.
დაასკვნეს, რომ მუსიკა ადამიანებს ეხმარება არა მარტო გრძნობების გამოხატვაში, არამედ შრომასა და ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოში ცნობილია, მაგალითად: ოროველა, გუთნური, ურმული, გიდელი.






Monday, 22 April 2019

მე -13 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე  მოსწავლეებმა აღნიშნეს ,, დღეს სიცილისა და მხიარულების დღეა!”  საკლასო ოთახი და დერეფანი მორთეს ფერადი ბუშტებით და სათამაშოებით, გამოეწყვნენ ფერად, ზოგი დიდი ზომის ტანსაცმელში, კონტრასტული ვარცხნილობებით; იცინეს, იმხიარულეს და იხალისეს და ასე გაიფერადეს დღე.





Wednesday, 17 April 2019

მე-12 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაითამაშეს როლებში ლექსის  ,,ბრიყვი მთავარე”-ს  პერსონაჟები, აღნიშნეს ბრიყვის საკუთარი თავით ,,აღტაცებულობის” შესახებ.




Monday, 15 April 2019

მე-11 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფრაზები/გამოთქმების შესახებ; რომელიც ჩვენს დედაენას კიდევ უფრო ლაზათიანსა და საინტერესოს ხდის; მოსწავლეებმა მოიძიებული ფრაზები ერთმანეთს გაუზიარეს და ჩემი დახმარებით განმარტეს: მაგ.; ,,ჩალაურის წყალი დალია", ,,მოუსვი ბაყაყურს", ყურებზე ხახვი არ დამაჭრა",  ,,ქონება გაანიავა" და სხვა.


Monday, 8 April 2019

მე-10 შეხვედრა

დღევასნდელი შეხვედრის თემა იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის გურიის მოკლე განხილვა,  გურია, როგორც სხვადასხვა ტიპის კურორტებით მდიდარი მხარე, არის ზღვისა და მთის სამურნალო გამაჯანსაღებელი კურორტები;












Monday, 1 April 2019

მე-9 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს კუთხეებს; დაათვალიერეს ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარეების რუკა.
 განვიხილეთ ერთ-ერთი კუთხის კახეთის შესახებ, დაათვალიერეს ილუსტრაციები  და ვისაუბრეთ კახეთის ღირსშესანიესაშნავი ადგილების შესახებ; მოსწავლეები ძალიან დაინტრესდნენ და გაუჩნდათ სურვილი მომავალში ექსკურსია კახეთში მოგვეწყო.










Tuesday, 26 March 2019

მე-8 შეხვედრა

წრის მეცადინეობის თემა: ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები;
წიგნიდან ყმაწვილთათვის- "კიდევაც დაიზრდებიან" - მოსწავლეები გაეცნენ ანდაზებს, გამოცანებს; გამოთქვეს ენის გასატეხებს;






Monday, 18 March 2019

მე-7 შეხვედრა

დღევანდელ საწრეო შეხვერედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოძიებული, შესწავლილი ანდაზები, აფორიზმები და შეეჯიბრნენ გამოცანების ამოცნობაში;






Monday, 4 March 2019

მე-6 შეხვედრა

დღევანდელი  შეხვედრის თემა იყო ჩემი საყვარელი მოთხრობები, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ყველაზე საინტერესო, რაც ძალიან მოეწონათ წაკითხულიდან, დაუსვეს შეკითხვები და შეაფასეს.
აგრეთვე ავღნიშნეთ, რომ მოთხრობები ,,პროზაული" ნაწარმოებებია.








მესამე შეხვედრა

ჩვენ შეგვიყვარდა მშობლიური ენა