Monday, 22 April 2019

მე -13 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე  მოსწავლეებმა აღნიშნეს ,, დღეს სიცილისა და მხიარულების დღეა!”  საკლასო ოთახი და დერეფანი მორთეს ფერადი ბუშტებით და სათამაშოებით, გამოეწყვნენ ფერად, ზოგი დიდი ზომის ტანსაცმელში, კონტრასტული ვარცხნილობებით; იცინეს, იმხიარულეს და იხალისეს და ასე გაიფერადეს დღე.





Wednesday, 17 April 2019

მე-12 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაითამაშეს როლებში ლექსის  ,,ბრიყვი მთავარე”-ს  პერსონაჟები, აღნიშნეს ბრიყვის საკუთარი თავით ,,აღტაცებულობის” შესახებ.




Monday, 15 April 2019

მე-11 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფრაზები/გამოთქმების შესახებ; რომელიც ჩვენს დედაენას კიდევ უფრო ლაზათიანსა და საინტერესოს ხდის; მოსწავლეებმა მოიძიებული ფრაზები ერთმანეთს გაუზიარეს და ჩემი დახმარებით განმარტეს: მაგ.; ,,ჩალაურის წყალი დალია", ,,მოუსვი ბაყაყურს", ყურებზე ხახვი არ დამაჭრა",  ,,ქონება გაანიავა" და სხვა.


Monday, 8 April 2019

მე-10 შეხვედრა

დღევასნდელი შეხვედრის თემა იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის გურიის მოკლე განხილვა,  გურია, როგორც სხვადასხვა ტიპის კურორტებით მდიდარი მხარე, არის ზღვისა და მთის სამურნალო გამაჯანსაღებელი კურორტები;












Monday, 1 April 2019

მე-9 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს კუთხეებს; დაათვალიერეს ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარეების რუკა.
 განვიხილეთ ერთ-ერთი კუთხის კახეთის შესახებ, დაათვალიერეს ილუსტრაციები  და ვისაუბრეთ კახეთის ღირსშესანიესაშნავი ადგილების შესახებ; მოსწავლეები ძალიან დაინტრესდნენ და გაუჩნდათ სურვილი მომავალში ექსკურსია კახეთში მოგვეწყო.










მესამე შეხვედრა

ჩვენ შეგვიყვარდა მშობლიური ენა